Header Ads

უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! –...

უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! - ინტერნეტში ამ სახელწოდების პეტიცია შეიქმნა


უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! ინტერნეტში უკვე შეიქმნა პეტიცია, სადაც მოქალაქეები ამბობენ, არ სურთ საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტის წინ და მხარს უჭერენ შვილმოკლულ მამების მშვიდობიან აქციას.


პეტიციას ხელი უკვე მოაწერა ასობით მოქალაქემ.


შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერიტორიის დატოვა მოთხოვეს, რადგან იქ საახალწლო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს და ნაძვის ხე დაიდგას. თუმცა, აქციის მონაწილეებმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს.


ამის გამო, არასამთვრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სარალიძეს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირებისას სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის სარალიძემ კლინიკა დატოვა.


ამ დროისთვის არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამოდენიმე კარვის გაშლა მოახერხეს.


ფოტო: on.ge


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/archives/3991
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.