Header Ads

გორში ენმ-ის წარმომადგენელმა ოცნების...

გორში ენმ-ის წარმომადგენელმა ოცნების...

იოსებ ჩალაური



გორის რაიონის სოფელ პატარა გარეჯვრის 50-ე საარჩევნო უბანთან მცირე ინცინდენტი მოხდა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ენმ-დან ვასილისა ჯაბახიძემ „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მხარდამჭერების სიები გამოსტაცა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, – ამის შესახებ კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, იოსებ ჩალაურმა განაცხადა. 


მისივე თქმით, ამის შემდეგ ჯაბახიძემ თავისი შეხედულებით სიებში მონიშნულ პიროვნებებს გვერდით მიუწერა ციფრები, თითქოსდა ხსენებულ პირებზე გაიცა  შესაბამისი რაოდენობის თანხები. ინციდენტის შემდეგ ჯაბახიძემ უბნის ტერიტორია დატოვა.


დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 


პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.