Header Ads

ყოფილ სამხედროებს შესაძლოა სამხედრო...



ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადების გაკეთება და აქტივობა, შესაძლოა, შეეზღუდოთ. ამ საკითხზე პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე ისაუბრეს. ინფორმაციას სააგენტო ‘ინტერპრესნიუსი’ ავრცელებს.


საკითხზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა წარმომადგენლებმა პოლიტიკური განცხადება გააკეთეს. უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივაზე მუშაობას არჩევნების შემდგომ დაიწყებს.


„ამ საკითხზე არა მხოლოდ მოწოდებები უნდა გავაკეთოთ, არამედ ინიციატივები უნდა შევიმუშაოთ. ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე, მას შემდეგ, რაც ის დაასრულებს სამხედრო სამსახურს, სარგებლობს ყველა იმ უფლებებით და თავისუფლებებით, რითაც ნებისმიერი ადამიანი, თუმცა რიგ ქვეყნებში შეზღუდულია ამ უფლებით სარგებლობა, თუ ის იყენებს სამხედრო ფორმას. ასეთი პრაქტიკა არის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და ა.შ. მე გთავაზობთ, რომ არჩევნების შემდგომ ეს ინიციატივა მოვამზადოთ. სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეიძლება აღქმული იყოს როგორც განცხადება სამხედრო პირის მხრიდან. ამ ვითარებაში ეს დასაგმობია, მსგავსი რამ დასაგმობია. გაიხადოს ნებისმიერმა მათგანმა ჯარისკაცის ფორმა, ჩაიცვას სამოქალაქო ფორმა და შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება’, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


მანამდე გენერალმა დევი ჭანკოტაძემ, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გუშინ განცხადება გაავრცელა. დევი ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%9a/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.