Header Ads

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის...

ზაზა სარალიძე



რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე,  ზაზა სარალიძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კარვები მაინც გაშალეს. ამ დროისთვის 10-მდე კარავი უკვე დადგეს.


ტერიტორიაზე რჩებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ღამეს კარვებში გაათენებენ, ამით სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძის მიმართ.


აქციაზე დაბრუნდა ზაზა სარალიძეც, რომელიც მანამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.


პარლამენტის მიმდებრე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ისინი მოვლენათა განვითარებას აკვირდებიან. ამ დროისთვის ინციდენტი აღმოფხვრილია.


რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება კარვების გაშლის მცდელობას მოჰყვა. ინციდენტის დროს საავადმყოფოში სარალიძის დედა გადაიყვანეს და შემდგომ ზაზა სარალიძეც.


პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან მართავენ.


აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე გუშინ დაანონსეს. აქცია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას მოჰყვა. ზაზა სარალიძემ მერიას თხოვნით მიმართა, რომ აქციის ჩატარების უფლება დეკემბრის ბოლომდე მიეცათ, თუმცა მერიაში განუცხადეს, რომ 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო და ადგილი შეეცვალა.


სარალიძის შვილი, დავით სარალიძე ერთ-ერთი იყო 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნიდან. ამ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.



რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე,  ზაზა სარალიძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კარვები მაინც გაშალეს. ამ დროისთვის 10-მდე კარავი უკვე დადგეს.


ტერიტორიაზე რჩებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ღამეს კარვებში გაათენებენ, ამით სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძის მიმართ.


აქციაზე დაბრუნდა ზაზა სარალიძეც, რომელიც მანამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.


პარლამენტის მიმდებრე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ისინი მოვლენათა განვითარებას აკვირდებიან. ამ დროისთვის ინციდენტი აღმოფხვრილია.


რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება კარვების გაშლის მცდელობას მოჰყვა. ინციდენტის დროს საავადმყოფოში სარალიძის დედა გადაიყვანეს და შემდგომ ზაზა სარალიძეც.


პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან მართავენ.


აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე გუშინ დაანონსეს. აქცია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას მოჰყვა. ზაზა სარალიძემ მერიას თხოვნით მიმართა, რომ აქციის ჩატარების უფლება დეკემბრის ბოლომდე მიეცათ, თუმცა მერიაში განუცხადეს, რომ 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო და ადგილი შეეცვალა.


სარალიძის შვილი, დავით სარალიძე ერთ-ერთი იყო 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნიდან. ამ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/archives/3972
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.