Header Ads

აშშ-ის კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრს...

ალექსანდრა ოკასიო-კორტესი



აშშ-ის კონგრესში ყველაზე ახალგაზრდა წევრ ქალს ერთი პრობლემა აღმოაჩნდა – მას არ შეუძლია ბინის ქირის გადახდა. ამის შესახებ მან New York Times-ს უამბო. 


ალექსანდრა ოსაკიო-კორტესი თავისი ახალი სამსახურიდან პირველ ხელფას ელოდება, რომ ვაშინგტონში ბინა იქირავოს და ახლადარჩეული კონგრესვუმენის სტატუსით მუშაობას შეუდგეს. 


ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანმა ედ ჰენრიმ ამის შესახებ თქვა, რომ კორტესი ბოლომდე სიმართლეს არ ამბობდა, რადგან კონგრესვუმენი ფოტოსესიებისთვის  ძვირადღირებულ ტანსაცმელს ატარებდა. ქალმა ამის საპასუხოდ თქვა, რომ ტანსაცმელი მას თვითონ არ უყიდია და მეგობრებმა ათხოვეს.


ის, რომ 29 წლის პოლიტიკოს არ შეუძლია ბინის ქირის გადახდა, სოციალურ ქსელში დადებითად შეხვდნენ და კორტეს „მილენიუმის თაობის“ ნამდვილი წარმომადგენელი უწოდეს.


ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ჩატარდა. შედეგად, რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ინარჩუნებენ,თუმცა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს.


ნოემბრის არჩევნებზე ქალების აქტივობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და კონგრესში 112 ქალი შევიდა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 29 წლის ალექსანდა ოსაკიო-კორტესი.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.