Header Ads

ცესკოს სპიკერი გადასატანი ყუთის...

ცესკოს სპიკერი გადასატანი ყუთის...


გადასატანი ყუთის ბიულეტენები დაითვლება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომენტარი ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, ბათუმში, ერთ-ერთი გადასატანი ყუთის 28 ბიულეტენიდან 25 ბიულეტენით ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევენ.


გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შემდეგ, კანონმდებლობის თანახმად, გადასატანი ყუთი ბრუნდება საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, უბანზე არსებულ ბიულეტენებთან ერთად ითვლება გადასატანი ყუთის ბიულეტენებიც. შესაბამისად, საიდან და რატომ გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, ამაზე ვერაფერს გეტყვით. იქიდან გამომდინარე, რომ ხმის მიცემის პროცესი არის ფარული, აღნიშნული ბიულეტენები დაითვლება საარჩევნო უბანზე, განაცხადა ანა მიქელაძემ.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.