Header Ads

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი...

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი...



ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს თავჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის უბნების დაახლოებით 32%-ია დათვლილი.


თამარ ჟვანიამ განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს აქვს 57% (262 826 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს – 43% (195 305 ხმა).


ტელეკომპანია ‘იმედის’ დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს კი 42% აქვს.


დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.


პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.