Header Ads

”ნაცმოძრაობა“ აპირებს, არჩევნების დღეს...

”ნაცმოძრაობა“ აპირებს, არჩევნების დღეს...


„ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, არჩევნების დღეს რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწეროს ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


„ისევე როგორც პირველ ტურში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მეორე ტურისათვის გაცემული აქვთ ბრძანება, დავალება თავის აქტივზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, მათ დაწერონ საჩივრები. ისინი აცხადებენ ამ დღეების განმავლობაში, რომ მათ საიტზე უნდა აიტვირთოს საჩივრები, და აქვთ სპეციალური საიტი ამისთვის და შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ, რომ მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს, მარინა ჭკადუას დაწერილი აქვს საჩივარი, რომ ხვალ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა მარკირების გარეშე ადამიანის შეშვება. ამასთან დაკავშირებით ათასგვარ თავისმართლებას შეეცდებიან, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას და ესეც ემსახურება არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.