Header Ads

ქეთა ხარძიანი: ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი...

ქეთა ხარძიანი: ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი...



მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილმა, ქეთა ხარძინამა გადაცემაში „პირისპირ“ ის მძიმე პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი მამა 2011 წელს, ნაციონალური ხელისუფლების დროს ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი, მოგვიანებით, მოკლეს კიდეც.


ქეთა ხარძიანი აცხადებს, რომ მას ჯერ ჩაუდეს ნარკოტიკი, შემდეგ კი წამების ქვეშ დაათმობინეს კუს ტბის წილი.


„ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი აწამებდა ადამიანებს“, – აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ქალიშვილი.


ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. მოგვიანებით, სასამართლოში გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომლებმა და ყოფილმა პატიმარმა, რომელიც ხარძიანის საკანში იხდიდა სასჯელს, ხარძიანის წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაადასტურეს. მოწმეებმა განაცხადეს, რომ წამების მიზანი კუს ტბის და ქონების დათმობა იყო. დავალება კი გლდანის ციხის ხელმძღვანელებისგან მოდიოდა.


ხარძიანის წამებაში და წამების ორგანიზებაში ბრალდებულები ალექსანდრე მუხაძე და გია უდესიანი არიან. ხარძიანის ოჯახი მკვლელობაში სწორედ გია უდესიანს ადანაშაულებს.


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, – „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის. 


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.