Header Ads

ტრამპმა პირველი მსოფლიო ომისას დაღუპულ...

დონალდ ტრამპი



აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად საფრანგეთში ჩავიდა, თუმცა ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი ცუდი ამინდის გამო არ მიაგო. ამის შესახებ Independent-ი წერს. 


ტრამპი საფრანგეთის სოფელ ბელოში ამერიკელ და ფრანგ ჯარისკაცთა საფლავსა და მემორიალს უნდა წვეოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა ეს ვიზიტი წვიმის გამო გააუქმა. 


100 წლის წინ გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში 1 800-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.


საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება, რომელიც 10-დან 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის გამო მთავრობამ გამო, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.


დონალდ და მელანია ტრამპები პარიზში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ, თუმცა ცნობილია, რომ ტრამპი არ დაესწრება ემანუელ მაკრონის ინიციატივით დაგეგმილ გლობალური თანამშრომლობის გასაღრმავებლად გამართულ სამიტს.


პირველი მსოფლიო ომი ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტია კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლაში მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.