Header Ads

გუდაუთაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით...



გუდაუთის რაიონის სოფელ ხუაპში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მესამე კლასის მოსწავლე დაიღუპა. შემთხვევა 8 ნოემბერს მოხდა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.


სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტს ადგილობრივი სამართალდამცველები ადასტურებენ.


გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სახლში მარტო ოყო. ოჯახის წევრები კი დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ.


 მოკლული ბიჭი სახლში სათამაშოდ შევიდა, მასპინძელმა ბიჭმა მამის კუთვნილი იარაღი დაუკითხავად აიღო და გაისროლა. დაღუპულს ტყვია თავის არეში მოხვდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს, ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.