Header Ads

EUMM: ბორდერიზაცია ზემოქმედებს სტაბილურობასა...

ატოცი



ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში (EUMM) ავრცელებს განცხადებას, სადაც სოფელ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურა


„ბორდერიზაციასთან დაკავშირებული მოქმედებები ზეგავლენას ახდენს სტაბილურობასა და ადამიანის უფლებებზე. სამწუხაროდ, ასეთი ფუნდამენტი ქმნის დამატებით დაბრკოლებას თავისუფლად გადაადგილების მიმართულებით და ბარიერს უქმნის ორივე მხარეს მაცხოვრებელ ადამიანებს. 


ატოცში არსებული ვითარება ხაზს უსვამს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების მნიშვნელობას. 


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს“ – წერია განცხადებაში.


საქართველომ სოფელ ატოცთან რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის გამო დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა. 


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება. 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზი“ გააქტიურებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი ინფორმირებულია. 



ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში (EUMM) ავრცელებს განცხადებას, სადაც სოფელ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურა. 


„ბორდერიზაციასთან დაკავშირებული მოქმედებები ზეგავლენას ახდენს სტაბილურობასა და ადამიანის უფლებებზე. სამწუხაროდ, ასეთი ფუნდამენტი ქმნის დამატებით დაბრკოლებას თავისუფლად გადაადგილების მიმართულებით და ბარიერს უქმნის ორივე მხარეს მაცხოვრებელ ადამიანებს. 


ატოცში არსებული ვითარება ხაზს უსვამს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების მნიშვნელობას. 


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს“ – წერია განცხადებაში.


საქართველომ სოფელ ატოცთან რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის გამო დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა. 


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება. 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზი“ გააქტიურებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი ინფორმირებულია.წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/eumm-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.