Header Ads

ISFED-მა საუბნო კომისიებში 46, საოლქოში კი 54...

ISFED-მა საუბნო კომისიებში 46, საოლქოში კი 54...

ცესკო



„სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო კომისიებში 46, ხოლო საოლქო კომისიებში 54 საჩივარი წარადგინა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ თქვა, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები.


მისი თქმით, საარჩევნო უბნების მიმდებარედ მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა.


მიხეილ ბენიძის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა ცალკეული სერიოზული ინციდენტები, როგორიცაა ამომრჩეველთა სამაგიდო სიის დაკარგვა, საარჩევნო უბანზე უცხო პირთა შეჭრა და ყუთის გატაცების მცდელობა. 


”რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე უცხო პირები შევარდნენ და ყუთის გატაცება სცადეს. მათ უბნის კარი შეტეხეს, თუმცა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. საუბნო კომისიის წევრების წინააღმდეგობის შემდეგ უცხო პირები საარჩევნო უბნიდან გაიქცნენ. ამჟამად უბანზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს ხმების დათვლა’, – თქვა ბენიძემ.


სამართლიანმა არჩევნებმა დღის ბოლოს შეაჯამა ინფორმაცია, რომელიც ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით მიიღეს. 

”⦁ საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 99.2%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად არჩევნების პირველი ტურის მონაცემის (99.7%) იდენტურია.


⦁ საარჩევნო უბნების 98.5%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც სტატისტიკურად თითქმის არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მონაცემისგან (97.1%).


⦁ საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით. ეს მონაცემი სტატისტიკურად განსხვავებული არ არის არჩევნების პირველი ტურის მონაცემებისგან (99.1%).


⦁ საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მაჩვენებლისგან, როდესაც მარკირება შემოწმდა უბნების 98.6%-ზე.


⦁ საარჩევნო უბნების 98.3%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. ეს მაჩვენებელი არჩევნების პირველი ტურის მონაცემის მსგავსია (98.6%).


⦁ საარჩევნო უბნების 1.6%-ზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტები, რაც წარმოდგენს მცირედ გაუარესებას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მონაცემთან შედარებით (0.8%).


ტელეკომპანია ‘იმედის’ დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს კი 42% აქვს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.