Header Ads

მარგველაშვილი OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას...

მარგველაშვილი OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას...

მარგველაშვილი და ეუთოს დამკვირვებლები



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებისგან მოისმინა ის შეფასებები და პოზიციები, რომელიც მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აქვთ.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საქმნიანობის მნიშვნელობას. 

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ესწრებოდნენ.


მანამდე პრეზიდენტი NDI-ს დელეგაციასაც შეხვდა.


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის. 


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.