Header Ads

ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან 24...

ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან 24...

ახალციხე



ახალციხის მუნიციპალიტეტში 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. აქედან 15–ში ცენტრალური გათბობაა, თუმცა მათი ნაწილი ცენტრალური გათბობისთვის შეშას იყენებს. ინფორმაციას ‘სამხრეთის კარიბჭე’ ავრცელებს.


მაგალითად, ასეთია ახალციხის მესამე საჯარო სკოლა, სადაც კლასებში ჯერ კიდევ შეშის ღუმელები დგას. სკოლის დირექტორი სუსანა აკოპოვა ამბობს, რომ სკოლის გაზიფიცირება მომავალი წლიდან დაიწყება.


სკოლის დირექტორები ‘სამხრეთის კარიბჭესთან’ საუბარში ამბობენ, რომ მათ სკოლის გაზით გათბობა უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე შეშით. 


შეშის ღუმელებით თბება ახალციხის მუნიციპალიტეტის 22 სოფლის სკოლაც. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ხათუნა ხმალაძის თქმით, სკოლების გაზით გათბობაზე გადასვლა ეტაპობრივად მას შემდეგ დაიწყება, რაც სოფლები გაზიფიცირდება.


ახალციხის მუნიციპალიტეტში ცენტრალური გათბობა გაზზე სულ ექვს სკოლაშია. რვა სკოლაში კი ცენტრალური გათბობა შეშაზეა მოწყობილი, მათ შორისაა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა, სოფლების – ანის, კლდის, მინაძის, მუსხის, ჭვინთისა და პატარა პამაჯის სკოლები. 



ახალციხის მუნიციპალიტეტში 45 დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ 13–ია გაზიფიცირებული. 32 სოფელში კი ჯერ გაზი შეყვანილი არ არის, თუმცა მათ ნაწილში სამუშაოები უკვე დაწყებულია. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.