Header Ads

მეცნიერები: გადაგდებული ელექტრონული...

მეცნიერები: გადაგდებული ელექტრონული...



რამდენიმე ათწლეულში კაცობრიობა დაახლოებით 80 მილიონი ტონა ელექტრონული ნაგვის წარმოებას დაიწყებს, – წელიწადში ორჯერ მეტს, ვიდრე ახლა. ამასთან, ნაგავსაყრელზე აღმოჩენილ ძველ მობილურებში 250 გრამამდე ოქრო ინახება.


2017 წლის აპრილში იაპონიაში ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ათლეტებისთვის განკუთვნილი 5 000 მეტალი ელექტრონული ნაგვისგან ჩამოადნეს – ძვირფასი მეტალი, რომელიც მიიღეს ძველი ტელეფონების, პლანშეტების და სხვა ელექტრონული მოწყობილობისგან


ელექტრონული ნაგავი (e-waste) თანდათანობით კაცობრიობის მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა. ძველი სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობის ელემენტები ძალიან ტოქსიკურია, თუმცა მეორეს მხრივ ეს ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ძვირფასი მეტალის საბადოა.


გაეროს მონაცემებით, 2016 წელს კაცობრიობამ 44,7 მილიონი ტონა ელექტრონული ნაგავი აწარმოა და ყოველწლიურად ეს რიცხვი 3-4%-ით იზრდება. ამათგან დაახლოებით 20% გადამუშავდება, ხოლო დანარჩენი ან ნაგავსაყრელზე ხვდება ან უფრო ღარიბ ქვეყანაში იგზავნება, სადაც ჩამოფასებულად იყიდება. ექსპერტების თქმით, ეს სულელურია არამხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ იკარგება ბევრი ქვეყნის შანსი, რომელსაც ღარიბი რესურსები აქვს.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.