Header Ads

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

კურსის ოფიციალურ დახურვამდე სინდიკატებად დაყოფილმა მონაწილეებმა სიმულაციური კრიზისული სცენარის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს და ხუთი დღის განმავლობაში განხილული თემები შეაჯამეს.

ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსს საქართველოს თავდაცვის და სხვა სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. კურსის განმავლობაში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოში მის გავლენაზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, ეროვნული უსაფრთხეობის სამხედრო კომპონენტზე, თანამედროვე კიბერსაფრთხეებზე, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე მსჯელობდნენ.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეშვიდედ ჩატარდა. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური 

აღმშნებელობის სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი 4 დეკემბერს დაიწყო.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.