Header Ads

ქართველი აქტივისტი პოლონეთის აეროპორტში...

ქართველი აქტივისტი პოლონეთის აეროპორტში...

ნუგზარ კოხრეიძე



მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ის აქტივისტი ნუგზარ კოხრეიძის დაცვას ითხოვს, რომელიც პოლონეთში არ გაუშვეს.


„ვითხოვ ოფიციალურ პასუხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან! რატომ უნდა იგრძნოს საქართველოს მოქალაქემ თავი დაუცველად ქვეყნის საზღვრებს გარეთ? 


 



ჩემი მეგობარი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და აქტივისტი ნუგზარ კოხრეიძე მიდიოდა პოლონეთში (კატოვიცეში) საერთაშორისო ეკოლოგიურ ფორუმზე დასასწრებად. მესაზღვრეების გადაწყვეტილებით მას გამოუცხადეს, რომ არის საშიში პოლონეთისთვის და ამჟამად იძულებით ჰყავთ გაჩერებული აეროპორტის სასტუმროში… თვე არ გავა რო ნუგზარმა რომელიმე საერთაშორისო ღონისძიებაში არ მიიღოს მონაწილეობა და მის „საშიშობა“ – ზე ალბათ საუბარიც სასაცილოა… მოკლედ მინდა ვისურვო რომ ჩვენი საგარეო უწყება მალე ჩაერთვება ამ გაუგებრობაში და მალევე აღმოიფხვრება!!! “, – დაწერა ლაშა მესხმა Facebook-ზე.


პოლონური მედიის ცნობით, კოხრეიძეს დეპორტაცია ელოდება.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩოც და საკონსულოც საქმის ყურშია და ნუგზარ კოხრეიძესთან კონტაქტი აქვთ.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.