Header Ads

ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების...

ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების...


ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საქმეზე ლანჩხუთის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე ბათუმში, პროკურატურაში გამოკითხეს.


,,გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდე, მედიასაშუალებებით რაც გავრცელდა ბევრი ტყუილი იყო, თუმცა ეტაპობრივად კიდევ ბევრი რამ გახდება ცნობილი. ნათელია, რომ ქეთევან ნაკაშიძის მიერ მოხდა პირადობების გაცემა. ეს მოვახსენე გამოძიებას. თუ ვინ მითხრა ეს არ მითქვამს, ამ ეტაპზე თავი შევიკავე, ასეა საჭირო, აღნიშნა ნუგზარ ცინცაძემ.


შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთში ცინცაძის ,,ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირება პირველად არ მომხდარა. წლების წინ სწორედ მისი ინიციატივით ,,ნაციონალური მოძრაობის ოფისის კარები შეადუღეს და მათ წარმომადგენლებს რაიონიდან წასვლაც მოსთხოვეს.



წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.