Header Ads

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე...

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე...



თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის” ფარგლებში საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში დაჯილდოვდნენ: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.


კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთი ქართული ფილმი იყო- გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.


საერთაშორისო კონკურსში საუკეთესო ფილმის ტიტული „ოქროს პრომეთე“ დარია ჟუკის ფილმს „ბროლის გედი” მიენიჭა. „ვერცხლის პრომეთე“ ანუ საუკეთესო რეჟისურა ფილმმა „მშვიდი ღამე“ (რეჟისორი პოიტრ დომალევსკი) დაიმსახურა. 


თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი რუპერტ ევერეტის ფილმით „ბედნიერი უფლისწული“ დაიხურა.


თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 4 დეკემბერს გაიხსნა. კინოფესტივალზე ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო, 100-ზე მეტი ნამუშევარი სხვადასხვა სექციაში აჩვენეს.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.