Header Ads

მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის? რა...

მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის? რა...

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს
„ალიას“ ინფორმაციით, თანამდებობები შესაძლოა დატოვონ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაიაცქიტიშვილმა.
მამუკა ბახტაძის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოიაზრებენ. გახარიას ადგილზე შესაძლოა, ალეკო ტაბატაძე ვიხილოთ.
მაია ცქიტიშვილს სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია შეცვლის. დანელიაზე ასევე ამბობენ, რომ შეიძლება თავდაცვაში გაუშვან, მაგრამ უფრო ინფრასტრუქტურაზეა აქცენტი.
იზორიას შემცვლელად მედიამ უკვე დაასახელა იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე.
„ალიას“ ინფორმაციით ინაუგურაციის შემდეგ კახი კახიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციაზე.
რამდენი მინისტრი დაკარგავს პოსტს მამუკა ბახტაძის კაბინეტში, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ გახდება ცნობილი.

ალია


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.