Header Ads

მიხეილ გიორგაძე რეანიმაციული...

მიხეილ გიორგაძე რეანიმაციული...

მიხეილ გიორგაძე



თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისი მეგობარი კახა კანდელაკი იტყობინება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


„როგორც იქნა, გადავრჩით. ექიმებსაც უკვირთ, ასეთი დაზიანებების შემდეგ როგორ მოახერხა მიშას ორგანიზმმა ასე სწრაფად რეაბილიტაციის დაწყება. გვითხრეს, რადგან სპორტსმენი იყო, ძლიერი ორგანიზმი აქვს და ამის დამსახურებით გადარჩაო. ლაპარაკიც შეუძლია. მენჯები და ნეკნები აქვს დამტვრეული, ახლა უნდა მოხდეს ამ ძვლების აღდგენა. რაც მთავარია ფილტვის მუშაობა აღდგა, სწორედ ამ ფილტვის გამო, ჰყავდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ვერ აღვიძებდნენ 8 დღე, როცა გააღვიძეს, აღმოჩნდა, რომ ტვინის დაჟეჟილობაც ჰქონია. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის“, – განაცხადა კახა კანდელაკმა.


გიორგაძე 18 ნოემბერს, გამთენიისას ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა.


არსებული ცნობით, მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იყო. ის ხეს შეეჯახა.


ის საქართველოდან თურქეთში, „ამერიკან ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობას აგრძელებს.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.