Header Ads

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი



თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. 


„მივიღე ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო ხმათა უმრავლესობა. გილოცავთ, ხალხის ხმებით, ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევას.


მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს კეთილდღეობა და აღმავლობა”, – აცხადებს ერდოღანი.


საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დანიშნული, ამავე დღეს ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.


28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.