Header Ads

ჩინელმა მეცნიერებმა „ძუძუმწოვარი“ ობობები...

ჩინელმა მეცნიერებმა „ძუძუმწოვარი“ ობობები...



ძუძუმწოვრები ევოლუციის მწვერვალად მიიჩნევიან. ისინი არამხოლოდ რძეს აჭმევენ თავიანთ შთამომავლობას, არამედ ზრუნავენ მათზე, სანამ ისინი საკვების დამოუკიდებლად მოპოვებას  არ ისწავლიან. ჩინელმა მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს, რომ ასე იქცევა ზოგიერთი ფეხსახსრიანიც, კონკრეტულად კი – მხტუნავი ობობა. 


მდედრი ობობები გამოჩეკილ შვილებს სპეციალურ საიდუმლო სითხეთი 20 დღის განმავლობაში კვებავენ შემდეგ კი სხვა საჭმელთან ერთად ისევ ამ სითხეს აყოლებენ. ერთის მხრივ მდედრ Toxeus magnus-ებს არ აქვთ სარძევე ჯირკვლები და მათგან გამოსულ სითხეს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ რძეს, თუმცა მეორეს მხრივ ის ჩვეულებრივი რძისგან ნაკლებად განსხვავდება, უბრალოდ  ობობას სითხეში მეტი ცილა, შაქარი და ცხიმია.


მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, საიდან ჩნდება „ობობის რძე“, თუმცა მათი ვარაუდით ეს გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედების თხევადი ფორმაა. 




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.