Header Ads

ჩუგოშვილი: პარლამენტის ქუთაისში გადატანა...

ჩუგოშვილი: პარლამენტის ქუთაისში გადატანა...

თამარ ჩუგოშვილი



პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს რეგულარულად ექნება მთავრობის წევრების მოსმენები არამხოლოდ კომიტეტებში, არამედ პლენარულ სხდომებზეც. ამ და რეგლამენტის სხვა მნიშვნელოვან ცვილილებებზე პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.


„პარლამენტის მიმართ დღეს საზოგადოების ნდობა დაბალია, ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასატარებელი, რომ ნდობა გაიზარდოს. ორ ადგილზე პარლამენტის მუშაობა კი ამცირებდა ხარისხს და ზრდიდა ხარჯებს. პარლამენტის ქუთაისში გადატანა ავატიურა იყო, რამაც დააზარალა პარლამენტი, არ შეიძლება სხვადასხავა ქალაქებში იყოს განლაგებული პარლამენტი და მთავრობა. თავის დროზე პარლამენტის ქუთაისში გადატანის რეალური მიზეზი იყო აქციების შიში. თუ მთავრობას ასე აქვს საქმე, მაშინ ის მთავრობა არ უნდა იყოს ხელისუფლებაში“, – აცხადებს ჩუგოშვილი.


ვიცესპიკერმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის მნიშვნელოვან მიღწევად ასევე მთავრობაზე პარალმენტის გაზრდილი კონტროლის მექანიზმების არსებობა დაასახელა.


„არც ერთი სასესიო კვირა არ იქნება რომელზეც არ მოვუსმენთ მინისტრებს, მთავრობის წევრებს. ასევე გაიზრდება საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ეფექტურობა. კომისიის მეშვეობით პარლამენტს შეუძლია ჩაიხედოს ნებისმიერ საქმეში, და ეს მექანიზმი აქტიურად იქნება გამოყენებული“, – ამბობს დეპუტატი.


6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მესამე მოსმენით მიიღო. 


რეგლამენტის პროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგ გამოვიდა. 


პარლამენტის ახალი რეგლამენტი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე ამოქმედდება.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.