Header Ads

ტრაგედია ტყიბულის შახტში ქუთაისის საქალაქო...

ტრაგედია ტყიბულის შახტში ქუთაისის საქალაქო...

ტყიბული
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გამართა. დაცვის მხარემ დაზარალებულების პოზიციის გამორკვევამდე​ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა შუამდგომლობა. თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა ბრალდების მხარემ და მეექვსე დაკავებულის გოჩა ქასრაშვილის ადვოკატმა წარმოთქვეს.

შეგახსენებთ რომ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია საქნახშირის 6 თანამშრომელია დაკავებული. მათ შორისაა მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე ტარიელ აბესაძე.

დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მომავალი პროცესი 19 დეკემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.

შემთხვევის შედეგად მინდელის სახელობის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.