Header Ads

ბასა და თამარ ბოცხიშვილები ინაუგურაციის...

ბასა და თამარ ბოცხიშვილები ინაუგურაციის...

ინაუგურაციის სამუშაო ჯგუფი



ბასა და თამარ ფოცხიშვილები თელავში იმყოფებიან. ინაუგურაციის სამუშაო ჯგუფის წევრები ამ წუთებში ერეკლე მეფის სასახლეს და მიმდებარე ტერიტორიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ათვალიერებენ.


„არანაირი პარალელი არ და ვერც იქნება თამარ მეფესთან. იქნება სადა და ევროპული ცერემონია. გამოიფინება საქართველოს დროშები. შესრულდება ჰიმნი და ვფიქრობ ამ გარემოს მრავალჟამიერიც მოუხდება. ცნობიალია, რომ ფიცის დადება სასახლის წინ მოხდება’- თქვა ბასა ფოცხიშვილმა.


რაც შეეხება მხატვარ თამარ ფოცხიშვილს, ის ამბობს, რომ ინაუგურაციისთვის ხელოვნური ელემენტები არ არის გათვალისწინებული და მიმდებარე ტერიტორია წარმოდგენილი იქნება ევროპულ სტილში. რას გულისხმობენ კონკრეტულად ევროპულ სტილში ამის შესახებ სამუშაო ჯგუფის წევრები დეტალებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.


ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე დილიდან იმყოფებიან პროტოკოლის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე.


პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.