Header Ads

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს,...

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს,...


პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

დაკავებულის ინტერესების დამცველები მინდია გოგოჭურის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ადვოკატებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ გოგოჭურს საზღვარგარეთის პასპორტი ჩაებარებინა.

მათ ასევე მოსამართლეს შესთავაზეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა, არა ფულადი თანხის, არამედ ქონების უზრუნველყოფით. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.