Header Ads

გორის ცენტრალურ სკვერში მიმდინარე სამძებრო...

გორის ცენტრალურ სკვერში მიმდინარე სამძებრო...


გორის ცენტრალურ სკვერში მიმდინარე სამუშაოებში არქეოლოგები ჩაერთვნენ. სამუშაოები მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს. ადგილზე არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ ლიჩელი ჩავიდა, რომელმაც სამართალდამცველებს კონკრეტული რჩევები მისცა.

„ჩემი კონსულტაციები ეხებოდა იმას, მეთოდოლოგიურად რამდენად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები, ხომ არ არის შეცდომის დაშვების რაიმე ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკულპულოზურად, ძალიან დეტალურად, ექსპერტები თავზე ადგანან ყველა მუშა მიწას“- აცხადებს ლიჩელი.

შეგახსენებთ გორის პარკში თითქმის ერთი თვეა 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს ეძებენ. ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოების ჩატარება, მოზარდი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.