Header Ads

რატომ იდგამენ ქალები ცხვირში ხის საცობებს?

რატომ იდგამენ ქალები ცხვირში ხის საცობებს?


ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები აპატანის ტომის ქალები სახეზე ვერტიკალურ ტატუს იკეთებენ და ცხვირის ნესტოებს ხის საცობებით იმახინჯებენ.



მთლიანად, ტომში 26 000 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც 7 სოფელში არიან განაწილებული. აპატანელები მშვიდობიანი ხალხია, რომლებიც მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევენ. 


აპატანის ტომი ინდოეთში განსაკუთრებით ლამაზ ხალხად ითვლებოდა. მეზობელი ტომების ყურადღებას განსაკუთრებით აპატანელი ქალები იქცევდნენ, რომლებსაც ხშირად იტაცებდნენ და ცოლად მიჰყავდათ. უცხოტომელი მამაკაცების ძალადობისგან თავის დასაცავად აპატანელი ქალები იძულებული იყვნენ, თავი დაემახინჯებინათ. ისინი ცხვირში ხის დიდ საცობებს იდგამდნენ, რომ ნესტოები გაფართოებოდათ და ცხვირი დაუშნოებოდათ.


1970 წელს ინდოეთის მთავრობა სიტუაციაში ჩაერია და ეს არაჰუმანური ტრადიცია აკრძალა. ამ ფოტოებზე გამოსახულია ნებაყოფლობით დამახინჯებული ქალების უკანასკნელი თაობა, რომელმაც მთელი ცხოვრება ცხვირის ნესტოებში გაჩხერილი ხის საცობებით გაატარა.



 


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.