Header Ads

ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ...

ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ...

ივანე მაჭავარიანი



საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და სამძიმარი გამოუცხადა მის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს.


„გამოვხატავ ღრმა მწუხარებას ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ჰ. უ. ბუშის გარდაცვალების გამო. იგი მრავალი ათწლეულის მანძილზე, საჯარო სამსახურსა და უამრავ სხვა გამორჩეულ პოზიციაზე ყოფნისას, სიბრძნითა და გონიერებით მუდმივად ახდენდა ერთგულებისა და თანაგრძნობის დემონსტრირებას. აღსანიშნავია, მისი დიდი წვლილი ცივი ომის მშვიდობიანი დასასრულის და ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოში ლიდერი სახელმწიფოს როლის განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას, ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.


აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლისა გარდაიცვალა. ცნობა მამის გარდაცვალების შესახებ მისმა ვაჟმა, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა ოჯახის სახელით გაავრცელა. აშშ-ის 41-ე ლიდერს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.