Header Ads

გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას...

გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას...



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს. ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გასული 5 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.


‘მინდა მოვუწოდო იმ მესვეურებს ჩვენი ხელისუფლების, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ პრეზიდენტის ფონდის საკითხს, დაუტოვონ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა. ნუ შეკვეცავენ პრეზიდენტის შესაძლებლობას, რომ ეურთიერთონ საზოგადოებას. ამ ურთიერთობის ფორმაა ეს ფონდი. ეს ფონდი არის შესაძლებლობა, იყო პიროვნულ შეხებაში შენს საზოგადოებასთან. მოვუწოდებ მათ, რომ კი არ შეკვეცონ, არამედ პირიქით, მისცენ შესაძლებლობა მომავალ პრეზიდენტს, მეტად ეურთიერთოს საქართველოს მოქალაქეებს და მეტად მისცეს შესაძლებლობა, ემსახუროს თავის სამშობლოს. იმედი მაქვს, ისინი შემისმენენ’,- განაცხადა მარგველაშვილმა.


ანგარიშის პრეზენტაციაზე გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდის პროექტებში მონაწილეები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.


2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 405 პროექტი დაფინანსდა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.