Header Ads

რუსეთში ხელისუფლებამ რეპერებს „კულტურული...

რუსეთში ხელისუფლებამ რეპერებს „კულტურული...



რუსეთში რეპერი ჰასკის და ელექტრონული ჯგუფი IC3PEAK-ის კონცერტები გაურკვეველი მიზეზების გამო გააუქმეს. მუსიკოსები თავის ქვეყანაში პოპულარულები არიან და youtube-ზე მათ კლიპებს მილიონობით ნახვა აქვს. 


მაგალითად, რეპერმა ჰასკიმ სიმღერაზე „იუდა“ კლიპი თბილისში გადაიღო, რომელსაც 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.


IC3PEAK-მა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ მათ ხელისუფლება ებრძვის და ეს „კულტურული ომის“ ნაწილია.  მუსიკოსების შემოქმედებაში ხშირად ისმის ტექსტები, რომლებშიც ისინი მთავრობას ეწინააღმდეგებიან. რეპერების თქმით, ამის გამო მათ მთავრობა ერჩით, რადგან მუსიკოსებს ახალგაზრდობა უჭერს მხარს.


22 ნოემბერს,  დიმიტრი კუზნეცოვი, ცნობილი როგორც „ჰასკი“ კრასნოდარში სამართალდამცველებმა დაუგეგმავი ღონისძიებისთვის მას შემდეგ აიყვანეს, რაც მისი კონცერტი ადგილობრივი მაღალჩინოსნების ზეწოლის გამო გაუქმდა. მათი თქმით, რეპერის შემოქმედება „ექსტრემიზმს“ შეიცავს.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.