Google-ის აპლიკაციების მაღაზია Android Ice Cream Sandwich-ის...
Google-ის აპლიკაციების მაღაზია Android Ice Cream Sandwich-ის...
Google-მა განაცხადა, რომ Android 4.x Ice Cream Sandwich-ზე აპლიკაციების მაღაზიის, Pay Store-ის მხარდაჭერას წყვეტს. ამის შესახებ Phone Arena წერს.
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ამ პლატფორმაზე მომხმარებლების შემცირებაა. ირკვევა, რომ 4.x Ice Cream Sandwich-ზე მოწყობილობების 1%-ზე ნაკლებია აქტიური.
გადაწყვეტილების შემდეგ ამ პლატფორმის მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ იმ აპლიკაციების განახლებას, რომელიც მათ Play Store-დან ჩამოწერეს.
Ice Cream Sandwich-ი უკვე 7 წლისაა.
Google is ending Play Service support for Android 4.0 Ice Cream Sandwich https://t.co/soPTf8meQz pic.twitter.com/RdAXI725cd
— The Verge (@verge) December 8, 2018