Header Ads

თბილისში კონფერენცია „Showcase – საქართველო...

თბილისში კონფერენცია „Showcase – საქართველო...

საქართველო შემოქმედებით ევროპაში



10-12 დეკემბერს თბილისი კონფერენციას „Showcase – საქართველო შემოქმედებით ევროპაში“ უმასპინძლებს.


ღონისძიების მიზანია შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებისა და პროგრამით დაინტერესებული კულტურისა და მედია პროფესიონალების და ორგანიზაციების შეხვედრა. კონფერენცია  შემოქმედებითი ევროპის  ბენეფიციარებს  შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ პროგრამით დაინტერესებულ  პოტენციურ აპლიკანტებს, კულტურისა და აუდიოვიზუალურ ორგანიზაციებს.


პროგრამის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს, დეტალურად ისაუბრებენ პროექტის შესახებ. ასევე შემოქმედებით ევროპაშიგანაცხადის წარდგენის პროცესზე. ისინი პოტენციურ აპლიკანტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას იმის შესახებ, როგორ გადალახეს აპლიკაციის შევსებასთან და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვასთან დაკავშირებული სირთულეები. 


კონფერნცია 10 დეკემბერს 11.00 საათიდან 18.00 საათამდე გაიმართება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ კულტურისა და მედიის ქვეპროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარები, პროგრამით დაინტერესებული პოტენციური აპლიკანტები და მოწვეული სტუმრები.


კონფერენციის მეორე დღე – 11 დეკემბერი კულტურის ქვეპროგრამას დაეთმობა. პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ კულტურის ქვეპროგრამისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრებში მოწვეული სტუმრები და ბენეფიციარები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება მრგვალი მაგიდა კულტურის ქვეპროგრამის ბენეფიციარების მონაწილეობით.


კონფერენციის მესამე დღე 12 დეკემბერი, მედეა ქვეპროგრამის სამუშაო დღე იქნება. მედეა ქვეპროგრამაში გამოცხადებული კონკურსების და მასში მონაწილეობის  პირობების პრეზენტაციის შემდეგ ავსტრიის დესკის წარმომადგენელი ისაუბრებს საკუთარი დესკის და ავსტრიის პროგრამაში ჩართულობის შესახებ. მედეა ქვეპროგრამის ქართველი ბენეფიციარების მონაწილეობით გამართულ მრგვალი მაგიდაში, ბენეფიციარები საკუთარ გამოცდილებას ქართული აუდიოვიზუალური სექტორის  წარმომადგენლებს გაუზიარებენ. 




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.