Header Ads

10 თვის ჩვილი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, მას...

10 თვის ჩვილი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, მას...

გრიპის ვირუსი



საქართველოში 10 თვის ჩვილი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას წითელაც ჰქონდა. ეს ინფორმაცია imedinews-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა განუცხადეს, რომ ჯერ უცნობია ბავშვის გარდაცვალების წამყვანი მიზეზი ‘ღორის გრიპი’ იყო თუ წითელა. ამასთან, ჩვილი სტაციონარში არ გარდაცვლილა. 


საქართველოს ‘ღორის გრიპით’ გარდაცვალების ეს უკვე მე-16 შემთხვევაა. 


საქართველოში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკა ბოლო მონაცემებით ასეთია: ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა.


უწყების ინფორმაციით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ავადობა 253-მდეა შემცირებული.


მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა. კერძოდ, რეგიონებში გამოძახების მაჩვენებელი 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. 


ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპის გრიპით დაავადებული, საიდანაც 42-ის მდგომარეობა მძიმეა. მათ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.