Header Ads

ქუჩაში გინების გამო მამაკაცი 1000 ლარით...

ქუჩაში გინების გამო მამაკაცი 1000 ლარით...

 გორის მოსამართლემ ნინო შარაძემ 24-წლის მამაკაცი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე, იგინებოდა, 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო.


ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, წარმოშობით ხაშურის რაიონში მცხოვრებმა პირმა, შუაღამეს პოლიციელებს – წკრიალაშვილს და მაზმიშვილსაც აგინა.


სამართალდამცველები წერენ, რომ მორიგეობის დროს, აღმაშენებლის გამზირზე შეამჩნიეს პიროვნება, რომელიც უმისამართოთ იგინებოდა. ,,მოვუწოდეთ სიმშვიდისკენ, თუმცა ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაგვემორჩილა და არ შეწყვიტა წესრიგის დარღვევა” – აღნიშნავენ პოლიციელები.


ადმინისტრაციული წესით დაკავებული მამაკაცი დასაქმებულია, ის ბანკში მუშაობს. მოსამართლემ განუცხადა, რომ ცუდია, როდესაც ასეთი პერსპექტიული ახალგაზრდა ამ სკამზე ჯდება:


,,მთვრალი ვიყავი, ესეთი რამ პირველად მომოვიდა, ალბათ, ნასვამობის ბრალია” – აღნიშნა დაკავებულმა.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.