Header Ads

ე.წ. ღორის გრიპს 10 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ე.წ. ღორის გრიპს 10 თვის ბავშვი ემსხვერპლა


ე.წ. ღორის გრიპით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა​.


ცნობილია, რომ გარდაცვლილი ბავშვია, რომელსაც ლაბორატორიული კვლევების შედეგად ორი დაავადება, წითელა და გრიპი გამოუვლინდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.  ამასთან, ჩვილი სტაციონარში არ გარდაცვლილა.


დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე დეტალებს არ აკონკრეტებენ.


ცნობისთვის, ეს ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა ბავშვებში. ამ დრომდე, H1N1-ის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 16 შემთხვევა ფიქსირდება.



წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.