Header Ads

”თუ მე-11 კლასზე გადაწყვეტილება საბოლოოა,...

”თუ მე-11 კლასზე გადაწყვეტილება საბოლოოა,...


„მე-11 კლასის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით უკან დახევა შეუძლებელი იქნება, მე-12 კლასელები კი არათანაბარ მდგომარეობაში არიან“, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„სანამ სამინისტრო წარადგენდა ამ ცვლილებებს, მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ინფორმაცია, რომ ხედვის პრეზენტაცია ხდებოდა და არა გადაწყვეტილებების, რადგან წარმოდგენილი ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე ინიცირებას მოითხოვს, რათა საატესტატო გამოცდების მოდელი რეგულაციებში აისახოს. თუმცა, ბოლო ორი დღეა, მე-11 კლასის გამოცდების გაუქმების შესახებ მოსწავლეების, მშობლებისა და აკადემიური წრეების ნაწილისგან მოლოდინი პოზიტიურია და დღევანდელი გადმოსახედიდან ამ მიმართულებით უკან დახევა შეუძლებელი იქნება. მთავარი კითხვა მაქვს, რომ თუ მე-11 და მე-12 კლასების გამოცდებს ვაუქმებთ და წელს მხოლოდ მე-12 კლასს ვუტოვებთ გამოცდებს, ვფიქრობ, არათანაბარ მდგომარეობაში ვაყენებთ ამ მოსწავლეებს. თუ მე-11 კლასზე გადაწყვეტილება საბოლოოა, წელსვე უნდა გავრცელდეს მე-12 კლასზეც. რამდენიმე ელემენტი კი პოზიტიურია ზოგადი უნარების გამოცდის ამოღება სავალდებულო საგამოცდო სიიდან. ასევე, პოზიტიურია, რომ ახლა თუ 5 გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლე ერთში არ იქნება წარმატებული, გრანტის მიღების უფლება მაინც შეუნარჩუნდება.


13-15 თებერვლამდე კომიტეტის გასვლითი სხდომა გვაქვს, სადაც ყველა რეგულაციას დეტალურად განვიხილავთ. მე-12 კლასის დამამთავრებელ გამოცდებზე მხოლოდ ჩემი მოსაზრება შემიძლია გაგიზიაროთ, სავარაუდოდ, მოსწავლეების აკადემიური შეფასება დაეყრდნობა უშუალოდ სკოლის შეფასებებს. თუმცა, უნდა დავიცვათ მოსწავლეთა უფლებები, რათა მათი შეფასება ობიექტურად მოხდეს და რისკები, რომელიც 15-20 წლის წინანდელი პერიოდიდან გვახსოვს, ავირიდოთ. მაგრამ დღეს ქვეყანა ვითარდება და იმ პერიოდთან შედარება არ არის მართებული. თუკი სკოლების დონეზე შევინარჩუნებთ ეფექტურ შეფასების სისტემას, განათლების დონის გაუარესება ამ ინიციატივებს არ უნდა მოჰყვეს.


გამოცდებს გაუქმება იმისთვის, რომ სწავლა გავამარტივოთ, არასწორი მოსააზრებაა. არსებული საგამოცდო სისტემა რეალურად ვერ აფასებდა ცოდნის დონეს და არც ის იყო ცნობილი, საატესტატო გამოცდების მიღმა თავად ალგორითმი რა სისტემას ეფუძნებოდა, ეს იყო დახურული ინფორმაცია პედაგოგებისთვისაც. ეს გამოცდები არსებული ფორმით ვერ პასუხობდა იმ მახასიათებლებს, რაც ეფექტური საგამოცდო სისტემისთვის უნდა მოქმედებდეს. ჩვენთვის მთავარია, გაძლიერდეს სწავლების ხარისხი სკოლებში, იცვლება სახელმძღვანელოებიც. რეგიონებში ვიზიტების საფუძველზე ვიცი, რომ პედაგოგები ზოგადად პოზიტიურად აფასებენ 1-6 კლასების სახელმძღვანელოებს. ვემზადებით ჯერ მეშვიდე, მერე კი 8-12 კლასების სასწავლო პროგრამების სრული განახლებისთვის. ლაბორატორიული შესაძლებლობები, სპორტული დარბაზები, სახელოვნებო განათლება ეს მიმართულებებია, რომლებზეც გაკეთდება აქცენტი, რომ შინაარსობრივად საინტერესო, შემოქმედებითი გახდეს მოსწავლეეებისთვის განათლების მიღების პროცესი და იყოს სწორი ბალანსი საგამოცდო და თავად სასწავლო პროცესებს შორის, აღნიშნა დეპუტატმა.



წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.