Header Ads

როგორი უნდა იყოს ქალი 2019 წელს. რჩევები

როგორი უნდა იყოს ქალი 2019 წელს. რჩევები



როგორ დავრჩეთ მუდმივად ქალად და მთავარია, როგორ ქალად? ამ თემას 21-ე საუკუნეში განსაკუთრებული აქტუალურობა შესძინა ქალების აქტივობამ და კერძოდ #MeToo მოძრაობამ, რომელიც ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობას ებრძვის.


როგორი უნდა იყოს ქალი 2019 წელს, ამასთან დაკავშირებით BBC-ის ჟურნალისტი ქეითლინ მორანი ესაუბრა, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წელს დაწერა წიგნი How to be Wooman. 


1. თავად გადაწყვიტე პრობლემები და გაიაზრე მიზეზი


ქეითლინი 15 წლის იყო, როდესაც ფემინისტი გახდა. მან გაიგო, რომ არსებობდა წიგნი „ქალი საჭურისი“. თავიდან გადაწყვიტა, რომ ეს იყო რაღაც უწმაწური ნაწარმოები, ამიტომ მივიდა ბიბლიოთეკაში ამ აზრის გადასამოწმებლად. ამ ფემინისტურმა წიგნმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. 


„ჟარმენ გრირი გვასწავლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ფემინისტმა გააკეთოს, ეს გაიაზროს და აღიქვას ყველაფერი თვითონვე“, – ჰყვება ქეითლინი. 


„ფემინიზმი ეს არ არის ქცევის წესების და მაგალითების სია, ეს ლოგიკური მსჯელობაა, რომლითაც შენ ხსნი შენს წარუმატებლობებს, რატომ მოხდა ეს ასე და როგორ შეცვლი ამას“, – განმარტავს ჟურნალისტი.


2. არ ეძებო ბიჭი, რომელიც კარგად გაკოცებს. ეძებე სასიამოვნო მოსაუბრე


ქეითლინს ბიჭებთან დიდად არ უმართლებდა, სანამ ინგლისის პროვინციულ ქალაქ ვულვერჰემპტონში იზრდებოდა. როდესაც მოზარდობის ასაკში ლონდონში ჩამოვიდა, გადაწყვიტა, რომ ფლირტაობა ესწავლა.


„ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილება (იმ პერიოდში) იყო ის, რომ შენ შეგიძლია ადამიანს უბრალოდ სთხოვო რომ გაკოცოს და უმეტეს შემთხვევაში ადამიანი ასრულებს ამ თხოვნას“. ჟურნალისტის თქმით, როგორც წესი ყველაზე კარგად კოცნაობს სწორედ ის, ვისაც შენთან ლაპარაკი მოსწონს. „ისინი გისმენენ თქვენ და რეაგირებენ თქვენ ემოციებზე“, – განმარტავს ქეითლინი.


3. იმისათვის, რომ დაადგინო, არის თუ არა აქ სექსიზმი, უპასუხე ერთ კითხვას 


როდესაც ქეითლინი დამწყები ჟურნალისტი იყო, მუსიკალურ გამოცემაში მისმა უფროსმა სთხოვა, რომ მის მუხლებზე დამჯდარიყო. ამ თხოვნამ ის საერთოდ დააბნია. 


„ხანდახან, როდესაც სექსისტური რამ ხდება, შენ შეიძლება პანიკაში ჩავარდე და ვერ მიხვდე ბოლომდე, სექსისტურია თუ არა ახლა ეს?. როდესაც ეჭვი გიჩნდება, დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვარდებიან თუ არა კაცებიც ამავე სიტუაციაში? ეგუებიან თუ არა კაცები ასეთ სულელურ სიტუაციას?“, – განმარტავს ჟურნალისტი და ამბობს, რომ თუ პასუხია „არა“, ესე იგი სექსიზმის მსხვერპლი ნამდვილად ხარ. 


4. შეყვარებულთან პრობლემების შესახებ უწყვეტად ლაპარაკობთ? მგონი ჯობს ურთიერთობა დაასრულოთ


ქეითლინის პირველი შეყვარებული, მისი თქმით, იყო „ზარმაცი და რთული ხასიათის მქონე“. ის როკჯგუფში უკრავდა და გოგო სულ იტანჯებოდა. ამის გამო მუდმივად ურეკავდა მის დას ყოველდღე და უყვებოდა, თუ როგორ დაიღალა ამ ურთიერთობისგან.  


„როდესაც გოგო ბედნიერ ურთიერთობებშია, ეს უცნაურია, მაგრამ ჩუმდება“, – ჰყვება ჟურნალისტი.


5. რაც შეეხება მოდას, მიჰყევით 4 მარტივ წესს


ა) ლეოპარდის პრინტი – ეს ნეიტრალური პრინტია,


ბ) რაც გინდათ ის ჩაიცვით იმის გათვალისწინებით, რომ გეცმევათ შავი კოლგოტი და ჩექმა,


გ) კანცელარიული სკოტჩი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ფეხებს შორის გახეული კოლგოტი დაამაგრო, 


დ) არასდროს იყიდოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც აუცილებლად ქიმიური წმენდა სჭირდება. 


6. ქორწილის ფული არ გაქვთ? მოაწყვეთ წვეულება თქვენი ქორწინების ბოლოს და არა დასაწყისში


ქორწილების ნომერ პირველი პრობლემა უფულობაა. ამიტომ რატომ არ წავიდეთ სხვა გზით? „საშუალოდ, ბრიტანეთში ქორწილი 20 ათასი დოლარი ჯდება. სიყვარულის ფიცის დადება, გაცილებით მომგებიანი და გულწრფელი იქნება, როდესაც უკვე 60-70 წლისები ვართ, მაშინ როდესაც იპოთეკა გადახდილია და უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ „მეყვარები სიცოცხლის ბოლომდე“ და მართლა შევასრულებთ ამ დანაპირებს“, – ამბობს ქეითლინი.


7. დედობა არ გასწავლის არაფერს ისეთს, რასაც სხვა გზით ვერ გაიგებდი


„მსოფლიომ დაარწმუნა საკუთარი თავი იმაში, რომ ქალები არასრულფასოვნები არიან, თუ ბავშვები არ ჰყავთ. რომ დედობა განიჭებს ისეთ ცოდნას, რომელსაც შენ ვერსად სხვაგან ვერ მიიღებ და რომ ნებისმიერი მცდელობა გახდე ცხოვრება რეალიზებული, დედობის ჩანაცვლების უსუსური კოპირებაა. ეს ნამდვილად არ არის ასე“, – ამბობს ჟურნალისტი. 


8. დაიცავი შენი უფლება, გქონდეს ბედნიერების უფლება!


ქალებს მიაჩნიათ, რომ იმისათვის, რომ „რამეს დაემსგავსონ“ უნდა დახარჯონ უამრავი დრო და ფული. გამოასწორონ წონა, გარეგნობა, დაღლილობა, არასექსუალურობა.


ქეითლინის თქმით, დღევანდელ ფემინიზმი აცხადებს, რომ ქალებს ბედნიერების უფლება აქვთ და ამ უფლებისთვის ბრძოლაში ეხმარებიან.  ავტორის თქმით, ყველა ზემოთჩამოთვლილი ტრივიალურ მოთხოვნებს თვალებში უნდა ჩახედოთ და ხმამაღლა გაიცინოთ.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.