Header Ads

"ივანიშვილმა ასე თუ გააგრძელა 2024 წელს...

"ივანიშვილმა ასე თუ გააგრძელა 2024 წელს...

 (რეზონანსი) თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


“რუსეთს საქართველოს გასანადგურებლად ნამდვილად არ სჭირდება არც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და არც ბალისტიკური რაკეტები მაშინ, როდესაც ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია ქვეყანაში განათლების სისტემის მოშლით. ამის შემდეგ: პაციენტები იღუპებიან გაუნათლებელი ექიმების ხელით. უსამართლობა მკვიდრდება უმეცარი პოლიტიკოსების და იურისტების მიერ. მრევლს ტვინს ურეცხავენ “სიბნელით განსწავლული” სასულიერო პირები.


განათლების დეფიციტი ბოლო 20-25 წელია განსაკუთრებული გამოწვევა და საფრთხე გახდა ქვეყნისთვის. 2019 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები გააუქმეს. არ ვიცი 2020 წელს რას გააუქმებს ივანიშვილი იმისათვის, რომ ქვეყანა მონური მორჩილებით მართოს, მაგრამ თუ ასე გააგრძელა 2024 წელს სახელმწიფოს (ანუ იმას რაც შემოგვრჩა) ნამდვილად გააუქმებს”, – წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.