Header Ads

ჯვარი-მესტიის გზაზე,სასადილოს ეზოში 22 წლის...

ჯვარი-მესტიის გზაზე,სასადილოს ეზოში 22 წლის...


ჯვარი-მესტიის გზაზე, სოფელ ბარჯაში მდებარე სასადილოს ეზოში 22 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.


ირაკლი გოგოხია, სასადილოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ის სუფრიდან ადგა და სასადილოს ეზოში გავიდა.


მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მამაკაცს უკან დაბრუნდება შეაგვიანდა, ის მეგობრებმა მოიკითხეს და შენობის გვერდით უკვე გარდაცვლილი იპოვეს.


ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას ფიზიკური დაზიანებები და ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.


გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.


გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.


ირაკლი გოგოხიას თანმხლები პირები პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა, ადგილზე გამოიკითხნენ სასადილოში დასაქმებული პერსონალი.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.