Header Ads

25 წლის იყო ჩვენთან რომ მოვიდა, ლამაზი,...

25 წლის იყო ჩვენთან რომ მოვიდა, ლამაზი,...


დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულ დებს, ნათია და ნინო ციცვიძეებს და პატარა ბიჭუნას მთელი საქართველო გლოვობს. მეგობრები მათ განსაკუთრებულად იგონებენ.


25 წლის იყო ჩვენთან რომ მოვიდა, ლამაზი, ცისფერთვალება გოგონა, რომელიც ულამაზეს მოგონებად დარჩება. მერე სხვა სკოლაში გადავიდა სამუშაოდ, მეც წამოვედი იმ სკოლიდან, მაგრამ ურთიერთობა არასოდეს გაგვიწყვეტია.


ნაკლს ვერ მოუძებნიდი ნათიას, იყო მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილმოსურნე. ღიმილიანი, კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა და სულ სიყვარული იფრქვეოდა მისი თვალებიდან… მერე ოჯახი შექმნა, შვილები ჰყავდა, კარგი მეუღლე და ბედნიერი იყო, ამბობს დარეჯან კვანჭიანი, ნათია ციცვიძის კოლეგამ.


მისი ბავშვობის მეგობარი მორის დანდურაშვილი კი გარდაცვლილის ოჯახზე საუბრობს:


ნათია ჩემი მეგობარი იყო, ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. მამა ადრე გარდაეცვალათ. ძალიან განათლებული ოჯახი აქვთ, ნიჭიერები და წარმატებულები იყვნენ დედმამიშვილები. გოგოებს საოცრად კარგი დედა ჰყავთ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილებისთვის საუკეთესო განათლება მიეცა, ამბობს მორის დანდურაშვილი კვირის პალიტრასთან.


ბოლო ინფორმაციით, დაღუპულებს 19 იანვარს ქაშუთის ტაძარში გადაასვენებენ და იქ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, გამოსვენება კი 20 იანვარს მოხდება.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.