Header Ads

26 იანვარს ხაშურთან გზებზე რამდენიმე საათით...

26 იანვარს ხაშურთან გზებზე რამდენიმე საათით...

ხაშური



26 იანვრის 00:00-დან 05:00  საათამდე „საქართველოს რკინიგზა” საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ131 მონაკვეთზე, ლიხი-ხაშურის დაზიანებული სარკინიგზო ხიდის შეკეთების სამუშაოებს გეგმავს, რისთვისაც დროის ამ პერიოდში, სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვაა საჭირო.


საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ინფორმაციით, ეს ორჯერ, შუალედურად 30-30 წუთის განმავლობაში მოხდება.


ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.