Header Ads

აჭარაში 34 წლის კაცის გარდაცვალებას ოჯახი H1N1...

აჭარაში 34 წლის კაცის გარდაცვალებას ოჯახი H1N1...




მამაკაცი გასულ კვირას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გრიპის ვირუსით 18 იანვარს დაიღუპა. თუმცა დღეს ოჯახი ბათუმის ინფექციურის კლინიკასა და რეფერალურ საავადმყოფოს არასწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ადანაშაულებენ.



სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებებში გადიოდა პაციენტი 12 იანვრიდან მკურნალობას, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უფრო დამძიმდა. მამაკაცი მაღალი სიცხის გამო პირველად შეუძლოდ 12 იანვარს გახდა.


პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსა. ორდღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს H1N1 ვირუსის დიაგნოზი არ დაუსვეს და კლინიკიდან ისე გამოწერეს. მოგვიანებით პაციენტი სუნთქვის მწვავე უკმარისობით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ოჯახის კატეგორიული მოთხოვნით მისი ტრანსპორტირება რეანომობილით თურქეთის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.


ჩვენ რომ დროულად გადაგვეყვანა კლინიკიდან თურქეთში გადავარჩენდით. თურქეთში რომ ჩავიყვანეთ პროფესორმა მითხრა დაგვიანებულიაო. სანამ ჩავიდოდით მისი ფორმა ასი გადავუგზავენთ და რომ ჩავედით გვითხრეს რა დიაგნოზიც გამოგვიგზავნეთ სულ სხვა პაციენი მომიყვანეთო. ის არაა რაც მეგონაო, მე რომ ასე მძიმე მდგომარეობა მცოდნოდა არც გაწვალებდინებდითო აცხადებს გარდაცვლილის და დიანა ანანბა.


არასწორი დიაგნოსტირების ბრალდებას უარყოფენ რეფერალურ საავადმყოფოში.კლინიკის მთავარი ექიმის თამარ მხატვარის განმარტებით პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში მიყვანისთანავე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. ი


ნფექციურ საავადმყოფოში კი ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს H1N1 ვირუსის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა თუმცა მისთვის შესაბამისი ანალიზის ჩატარება ვერ მოხერხდა და პაციენტმა კლინიკა პირადი გადაწყვეტილებით მეორე დღეს დატოვა:


შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, გამოკვეთილი იყო გრიპის სიმპტომები, ხველა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულის რევა და საერთო სისუსტები განაცხადა ინფექციურის ექიმმა ნატო მიშველაძემ.


ცნობისთვის, აჭარაში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.