Header Ads

კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი კალაძემ 400...

კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი კალაძემ 400...


თბილისის მერმა 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები წარადგინა დედაქალაქის მერის განცხადებით, მსხვილი პროექტების განსახორციელებლად ჯამში 400 მილიონი ლარი დაიხარჯება.


სარეაბილიტაციო გზებს შორისაა მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.


კალაძის თქმით, ასევე იგეგმება კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია, პროექტი 60 მილიონ ლარს მოიცავს.



„ჩვენი მუშაობის ყოველდღიური რუტინა ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა იმისკენ, რასაც ჰქვია ევროპული, თანამედროვე, მოწესრიგებული, კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი. აქ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის.




მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ, რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს გვაწუხებს, თუმცა ერთ მუშტად შეკრულები, როგორც მოსახლეობა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ეს ჩვენ დავინახეთ 2018 წელს, ყველაფერი არის შესაძლებელი,“ განაცხადა კახა კალაძემ.



საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული სამუშაოები დაფინანსებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტიდან, რომელმაც მილიარდ ლარს გადააჭარბა. ტყემალაძის თქმით, ეს თანხა ქალაქის ბიუჯეტისთვის უპრეცენდენტოდ დიდი ციფრია.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კი ამბობს, რომ დედაქალაქის მერის პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო. ბიზნესმენის განცხადებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც 2019 წელს არის დაგეგმილი თბილისს გამოაცოცხლებს.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.