Header Ads

უმრავლესობის სხდომა 4 საათზე მეტია...

უმრავლესობის სხდომა 4 საათზე მეტია...


პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პირველად „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით დაახლოებით 4 საათია პარტიის თავმჯდომარეს ხვდება. ერთმანეთის პირისპირ დღეს პირველად სხედან გუნდის ე.წ. ამბოხებული დეპუტატები.


მათ შორისაა ეკა ბესელია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყველაზე კრიტიკული წერილის მთავარი ადრესატი იყო.


„კურიერის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ეკა ბესელიას რამდენჯერმე მიეცა საშუალება უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა შესახებ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.


სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა, როგორ გადაწყდა ეკა ბესელიასა და მისი მხარდამჭერი დეპუტატების ბედი. ეკა ბესელია სხდომაზე შესვლამდე აცხადებდა, რომ მას გუნდურობის პრინციპი არ დაურღვევია.


თუმცა სხვაგვარად ფიქრობს პარტიის თავმჯდომარე. როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, ეკა ბესელიამ გუნდურობის პრინციპი დაარღვია, ივანიშვილის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგომა მასთან ადრევე იყო შეთანხმებული, მანამდე, ვიდრე პარლამენტში უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სია გადაიგზავნებოდა.


გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებებს მხოლოდ დეპუტატები გააკეთებენ, საკუთარ პოზიციას ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ, არ დააფიქსირებს.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.