Header Ads

აფეთქება დიდ დიღომში, რომელსაც 4 ადამიანი...

აფეთქება დიდ დიღომში, რომელსაც 4 ადამიანი...


„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებიდან მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.


კომპანიის სპეციალისტებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, კომპანიის სპეციალისტებმა გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს და ტერიტორია დატოვეს.


დაკავებული თორნიკე ტატიშვილის ადვოკატის თქმით, დაკავებულები თავს დამნაშავედ არ მიჩნევენ. ადვოკატი და ოჯახის წევრების თქმით, დაკავება დღეს გამთენიისას მოხდა, როდესაც ორივე მათგანი სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა.


„არ მიუცია ჯერ ჩვენება, უბრალოდ დოკუმენტაციას ამზადებენ,“ განაცხადა ადვოკატმა.


დაკავებულებმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში ბუნებრივი აირის სუნი არ შეინიშნებოდა. მათივე თქმით, შსს-ს ინფორმაცია, რომ ადგილზე სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა, სიმართლეს არ შეესაბამება.


საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კომპანიის ორი თანამშრომელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.


უწყების ცნობით, „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს და ტერიტორია დატოვეს.


დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც კორპუსის ნგრევა გამოიწვია, ორი დღის წინ მოხდა. შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის, ერთი მცირეწლოვანია. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.