Header Ads

4 წლის ნინოს გარდაცვალების ახალი...

4 წლის ნინოს გარდაცვალების ახალი...

 4 წლის ნინო ზალინაშვილის დედას – ლელა ქსოვრელს, შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. დოკუმენტით დგინდება, რომ 6 იანვარს, საღამოს 21:00 საათზე, საკუთარ შვილზე ძალადობაში ბრალი პოლიციამ დედას, ლელა ქსოვრელს, დასდო და შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ორდერში წერია, რომ ბავშვი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, მიღებული დაზიანების გამო კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.


ორდერის მეცხრე პუნქტში პირდაპირი წერია, რომ მსხვერპლი – ოთხი წლის ნინო ზალინაშვილი, უნდა განერიდებინათ მოძალადისაგან.


16 დღის განმავლობაში სამართალდამცველებს და სოციალურ მუშაკებს აღარ გადაუმოწმებიათ, რა მდგომარებაში იყო ძალადობის მსხვერპლი გოგონა და აგრძელებდა თუ არა დედა მის ცემას. საბოლოოდ 22 იანვარს ნინო ზალინაშვილი გარდაცვლილი ნახეს.


სოფელ კავთისხევში 4 წლის ნინო ზალინაშვილის პანაშვიდზე მისასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც სოფელმა გაიგო, რომ ბავშვი პროზექტურიდან პირდაპირ ბაბუის სასაფლაოზე მიასვენეს და დაკრძალეს.


ნინო ზალინაშვილი სიკვდილის შემდეგ მისი მცირეწლოვანი და-ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბავშვების დედა ციხეშია, მამინაცვალი კი ამტკიცებს, რომ 4 წლის ნინოს გარდაცვალების მიზეზი ძალადობა არ გამხდარა. შემაკავებელი ორდერი პოლიციამ ბავშვების მამასაც გამოუწერა.


კურიერის ინფორმაციით, სხეულზე დაზიანებები გარდაცვლილი ნინოს მცირეწლოვან და ძმას აღენიშნება. 5 წლის ლუკას, რომელიც სოციალურ მუშაკებმა მინდობთ აღზრდაში გადაიყვანეს, თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, სახეზე კი ცემის კვალი აღენიშნებოდა.


თუ პოლიციამ დაადგინა, რომ მშობლები ბავშვებზე ძალადობდნენ, მაშინ მათ სოციალური მუშაკები გააშვილებენ.


(კურიერი)


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.