Header Ads

4 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე...

4 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე...

სასამართლო



სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგოს საქმეზე სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა. სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ მიმართა. 


პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე დავით კუპატაძემ დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილების მომხრე იყო დაცვის მხარეც. 


ასევე თბილისში გარდაცვლილი ბავშვის დედისთვის ​პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს.


‘საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულს ბრალი წარედგინა 381-ე მუხლით, რაც გულისხმობს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას. ჩვენ მოვითხოვთ პატიმრობას. ბრალის დამძიმებაზე ჯერ შეუძლებელია თქმა, რა შედეგები იქნება. გამოძიება ყველა ვერსიაზე იმუშავებს. შემაკავებელი ორდერით დედას აეკრძალა ბავშვთან ურთიერთობა. ყველა ვერსიის შემოწმება მიმდინარეობს. დედას 30 დღის განმავლობაში ეკრძალებოდა ​არასრულწლოვანთან მიახლოება და მასთან ურთიერთობა“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.


4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.